ფინანსური მენეჯერი თბილისში
,,ემ ეს ჯგუფი" წარმოადგენს სამზარეულოს წვრილი ტექნიკის, აქსესუარების, ჭურჭლისა და საყოფაცხოვრებო ნივთების წამყვან იმპორტიორს საქართველოში.
კომპანია 2003 წლიდან ახორციელებს ბიზნეს საქმიანობას და მომსახურებას უწევს 500-ზე მეტ წამყვან საცალო ქსელს საქართველოში.
სამუშაოს განაკვეთი - სრული
პოზიციის ტიპი - ხელმძღვანელი პოზიცია
ანაზღაურება - შეთანხმებით;
მოვალეობები და ვალდებულებები:
-
კომპანიის ყოველთვიური და კვარტალური ბიუჯეტირების პროცესში ჩართულობა კომპანიის სხვა დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად;
-
ფულადი ნაკადების კონტროლი და პროგნოზირება;
-
კომპანიაში დაგეგმილი ფინანსური მაჩვენებლების (გაყიდვები, მომგებიანობა, ხარჯები) ყოველკვირეული კონტროლი, გადახრების ანალიზი და შესაბამის სამსახურებთან ერთად შედეგების განხილვა;
-
დაგეგმილი ხარჯების კონტროლი და ოპტიმიზაციაზე ზრუნვა;
-
დებიტორებისა და კრედიტორების ანალიზი;
-
ბუღალტრული განყოფილების/ბუღალტრის მიერ მომზადებული ფინანსური ანგარიშგებების მონიტორინგი და ანალიტიკა;
-
შემოსავლების სამსახურის მიმართ დამკვეთის ბუღალტერის მიერ დეკლარაციების დროულად წარდგენის მონიტორინგი;
-
ახალი პროდუქტების და ბიზნეს მიმართულებების ფორმირების პროცესში ჩართულობა
-
მხარეთა მიერ წინასწარ განსაზღვრული ფორმითა და პერიოდულობით დამკვეთის მენეჯმენტისთვის რეპორტის წარდგენა.
-
კომპანიის მენეჯმენტისთვის ანალიტიკის და რეკომენდაციების მიწოდება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
-
უმაღლესი განათლება ფინანსების ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
-
მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
-
საგადასახადო კანონმდებლობის და ბუღალტერიის ცოდნა;
-
ბიუჯეტის ანალიზის და კონტროლის ცოდნა და გამოცდილება;
-
მენეჯერული უნარები და გამოცდილება;
-
განსხვავებულ სამუშაო სფეროსთან ადაპტაციის უნარი;
-
მუშაობის პროცესში სიზუსტე;
-
ინგლისური ენის ცოდნა;
დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე hr@ms-group.ge და წერილის თემის გრაფაში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.