მინი აგრო / ბიზნეს დაკრედიტების ექსპერტი ლაგოდეხში

ჯობ გეარი ერთ-ერთი ლიდერი მიკროსაფინანსო ორგანიზაციისთვის ეძებს ბიზნეს დაკრედიტების ექსპერტებს ლაგოდეხში;

 

ძირითადი მოვალეობები:

 

• საკრედიტო გეგმის შესრულება ეფექტური გაყიდვების გზით;
• საკრედიტო პორტფელის ხარისხსა და განვითარებაზე ზრუნვა;
• პოტენციური მომხმარებლებისთვის კომპანიის პროდუქტების გაცნობა / შეთავაზება;
• მომხმარებლის ხარისხიანი, ზუსტი და კვალიფიციური მომსახურება, კომპანიის სტნადარტების შესაბამისად;
• საკრედიტო განაცხადის მიღება, მომხმარებელთან ჩაღრმავებული ინტერვიუს წარმოება და მისი ზოგადი ფინანსური მდგომარეობის შეფასება;
• საკრედიტო ფაილების მომზადება და მათი საკრედიტო კომიტეტზე წარდგენა;
• სესხის გაცემასთან დაკავშირებული პროცედურების წარმოება.
• საკრედიტო პორტფელის ხარისხის მონიტორინგი;
• ვადაგადაცილებულ სესხებზე მუშაობა და დაფარვის უზრუნველყოფა;
• შესრულებული სამუშაოს ანგარიშგება უშუალო ხელმძღვანელთან;

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

 

• უმაღლესი განათლება საბანკო, საფინანსო, ეკონომიკური განხრით;
• სასურველია საფინანსო სექტორში ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;
• საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS Office) ცოდნა;
• გუნდური მუშაობის უნარი;
• ანალიტიკური აზროვნება;
• პრობლემების გადაჭრის და გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
• პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
• კარგი ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
• სოციალურად გახსნილი და სხარტად მოაზროვნე;
• კეთილსინდისიერი, მოტივირებული, შრომისმოყვარე, ორგანიზებული.

 

დაინტერესებულებმა გადმოაგზავნეთ CV მისამართზე: info@jobgear.ge;

 

Subject ველში მიუთითეთ დასახელება „დაკრედიტების ექსპერტი ლაგოდეხში“.

+995 577 96 15 42

HR & Recruiting Company  |  © 2019

  • White Facebook Icon
  • White LinkedIn Icon
  • YouTube