top of page

პირადი ასისტენტის ვაკანსია თბილისში

 

ჯობ გეარი აცხადებს ვაკანსია პირადი ასისტენტის პოზიციაზე თბილისში.



პოზიციის მდებარეობა: ქ. თბილისი;

სამუშაო დრო: ორშაბათი  - პარასკევი (10:00 - 19:00)
ხელფასი: 3000  -  3500 ლარი;

დამატებითი ბენეფიტი: მისი და ოჯახის წევრების ჯანმრთელობის დაზღვევა.

 



ძირითადი მოვალეობები:
 

  • გენერალური დირექტორის ყოველდღიური საქმიანობის ორგანიზება;

  • სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებზე კომპანიის გენერალური დირექტორისათვის საორგანიზაციო, ადმინისტრაციულ და ლოჯისტიკურ საკითხებში დახმარება;

  • გენერალური დირექტორის მონაწილეობით შეხვედრების ორგანიზება, საჭიროების შემთხვევაში მათში მონაწილეობის მიღება, როგორც საქართველოში, ისე საქართველოს ფარგლებს გარეთ;

  • საჭიროების შემთხვევაში მარტივი დოკუმენტაციების თარგმნა;

  • გენერალური დირექტორის მინდობილობების მომზადება და ნოტარიუსთან ურთიერთობა;

  • გენერალურ დირექტორთან შეთანხმებით ადგილობრივ და უცხოელ პარტნიორებთან კომუნიკაციის პროცესებში ჩართულობა;

  • საკონფერენციო დარბაზების, ოთახების, ტაქსის, კურიერის, ფრენების, სასტუმროების, რესტორნების და სხვ. - დაჯანვშნა, როგორც საქართველოში, ისე საქართველოს ფარგლებს გარეთ;

  • მმართველი რგოლის ხელშეწყობა ოფისის მოძიებასა და შიდა სივრცის მოწყობაში;

  • შეხვედრებისა და მივლინებებისთვის დოკუმენტების მომზადება;

  • მმართველი რგოლის მიმართვების შედგენა მათივე დავალებით და თანამშრომლებისთვის გადამისამართება;

  • მენეჯმენტის დავალებით სხვა ისეთი ფუნქციების შესრულება რაც შეიძლება შედიოდეს პირადი ასისტენტის მოვალეობაში;

აუცილებელი მოთხოვნები:

  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება;

  • ინგლისური, რუსული და ქართული ენის მაღალ დონეზე ცოდნა;

  • გარკვეული პერიოდულობით საქართველოს ფარგლებს გარეთ ყოფნის შესაძლებლობა;

  • მოქმედი ვადიანი საზღვარგარეთის პასპორტი;

სასურველი მოთხოვნები:

  • პირადი ავტომობილის ყოლა;



დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა: https://forms.gle/FExKzmpAeK1JTpKU7    ან გამოაგზავნეთ თქვენი CV შემდეგ ელ.ფოსტაზე: info@jobgear.ge

სათაურის ველში მიუთითეთ "პირადი ასისტენტი".

 

bottom of page