Search

შრომის ბაზრის ინფრასტრუქტურა საქართველოში - ვაკანსიის გავრცელების საიტები


90-იანი წლებიდან მოყოლებული, შრომის ბაზარი საქართველოში სულ უფრო და უფრო ვითარდება. ჩამოყალიბებული მახინჯი სტერეოტიპები, რომელიც 70 წლიანმა სოციალისტურმა მმართველობამ მოგვიტანა, თანდათან ქრება და სწორ დამოკიდებულებად ყალიბდება, როგორც დამსაქმებლებში ასევე დასაქმებულებსა და სამუშაოს მაძიებლებში.


ცნებები „სასმახურში მოწყობა“, „სამსახურის შოვნა“ თანდათან ჩაანაცვლა ცნებამ „სამუშაო ძალის ყიდვა - გაყიდვა“ და დამსაქმებლებიც მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ადამიანური რესურსი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ძვირფასი კაპიტალია მათთვის.


სწორი დამოკიდებულებების ჩამოყალიბებაში, თავისი მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქართველოს შრომის ბაზარზე არსებულმა სხვადასხვა სუბიექტებმა;


დღეს სწორედ საქართველოში არსებულ შრომის ბაზრის ინფრაქსტრუქტურას, კერძოდ კი ვაკანსიის გავრცელების პლატფორმებს მიმოვიხილავთ.


ინფრასქტრუქტურაზე საუბრისას ძნელია პირველი არ გაგახსენდეს ორი ბიზნეს სუბიექტი Jobs.ge და Hr.ge , რომლებიც შრომის ბაზრის მოწესრიგებულ პლატფორმას წარმოადგენენ.


არსებობს ბევრი სხვა პლტაფორმაც, თუმცა ყველაზე დიდი ბაზრის წილი სწორედ ამ ორ კომპანიას უკავია.


შრომის ბაზრის წარმოქმანასთან ერთად ბევრი მსგავსი სუბიექტი წარმოიშვა, თუმცა დრომ და კონკურენციამ ორი დიდი და რამოდენიმე მცირე საუბიექტი დატოვა.


Jobs.ge 1998 წლიდან მოყოლებული ფუნქციონირებს და პირველი ადგილი უკავია თითქმის ყველა მონაცემით. Top.ge-ზე 30-ე ადგილს იკავებს და 5 ერთეულით უსწრებს მის ყველაზე დიდ კონკურენტს HR.ge-ს.


საინტერესოა ის ფაქტი რომ jobs.ge ბაზარზე მხოლოდ ერთი საიტით არის წარმოდგენილი, არ იყენებს სხვა საიტებს, არც სოციალურ ქსელს. მიუხედავად ამისა, ბაზრის ყველაზე დიდი წილის მქონე ბიზნესად გვევლინება.


ასევე საინტერესოა ის ფაქტი, რომ jobs.ge კონცეტრირებულია მხოლოდ ერთი ტიპის მომსახურებაზე - ვაკანსიების განთავსებაზე საიტზე.

რატომ ? ამ კითხვაზე პასუხი არ მაქვს, მას ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ განავითაროს სხვა მიმართულებაც.


ჩემი აზრით ბაზარზე მისი უპირატესობის საიდუმლოება, მის პირველობაშია, 1998 წლიდან მოყოლებული მან ბევრი კონკურენტი ჩამოიტოვა და არასდროს დაუთმია მოწინავე ადგილი.


HR.ge - მ 2006 წელს დაიწყო ფუნქციონირება და დღეს მომსახურების ფართო სპექტრით გვევლინება ბაზარზე. ის ჰოლდინგია, რომელიც აერთიანებს 6 საიტს, 4 მოქმედი საქართველოში, 1 მოქმედი ყაზახეთში და 1 აზერბაიჯანში. (hr.ge, CV.ge, Chefs.ge, Doctor.ge, jobs.kz, azerjobs.com). ასევე ბაზარს თავაზობს რეკრუტინგულ და სხვა HR მომსახურებებს.


საინტერესოა ის ფაქტი, რომ ყაზახეთსა და აზერბაიჯანში შესვლისას HR.ge - მ დომენებში სახელი "jobs" გამოიყენა (jobs.kz და azerjobs.com), რაც გვაფიქრებინებს რომ:


  • Hr.ge ფიქრობს, რომ jobs.ge-ს წარმატების საიდუმლო მის სახელშია (სიტყვა jobs უფრო შეესაბამება ვაკანსიების პლატფორმას ვიდრე აბრევიატურა HR);

  • ამ გზით ხელი შეუშალა jobs.ge – ის ქვეყნის ფარგლებს გარეთ (ყაზახეთსა და აზერბაიჯანში) გაფართოებაში.


სწრაფად თუ გადავხედავთ მონაცემებს:


24 თებერვალს, მხოლოდ ერთ დღეს (ორშაბათ დღეს) jobs.ge 150 კომპანიის 230 ვაკანსიაა წარმოდგენილი, ხოლო HR.ge-ზე 24 თბერვალს 355 ვაკანსია დევს. განსხვავება საკმაოდ დიდია HR.ge - ს სასარგებლოდ.


მიუხედავად ამ განსხვავებისა, მე თვითონ მქონდა შესაძლებლობა ჩამეტარებინა პატარა კვლევა, რომელიც მიზნად ისახავდა გამეზომა დასაქმების წყაროების ეფექტურობა, შედეგი შემდეგია 70 % - ით ლიდერობს ჯობს.გე ;


ასევე კვლევამ დამანახა HR.ge-ს მზარდი ტემპი, ბაზრის წილის ათვისებაში, და შესაძლებელია რომ დაახლოებით 2 წელიწადში შემოსულ განაცხადთა რაოდენობა ამ ორ კომპანიას შორის გათანაბრდეს.


კვლევის ვალიდურობა რომ შევაფასოთ, დასკვნები სხვადასხვა პერიოდში, ორი კომპანიის მონაცემებზე იქნა დაყრნობილი და გაიზომა წინა ხაზზე მუშაობის მსურველთა შედეგებით. ეს საკმარისი არ არის კვლევას ვალიდური ვუწოდოთ, თუმცა რაღაც საორიენტაციოს სურათს გვაძლევს.


კარგი იქნება თუ ბევრად სერიოზულ კვლევას ჩაატარებს რომელიმე კვლევითი კომპანია და დეტალურ ანალიზს შემოგვთავაზებს. ჩემთვის ასევე საინტერესოა დასაქმებულთა რაოდენობა და ფინანსური მაჩვენებელი ორივე კომპანიის.


ჩემი შთაბეჭდილებები, როგორც მომხმარებლის, რომ გაგიზიაროთ:


jobs.ge, დადებითი მხარეები - საკმაოდ მოწესრიგებული პლატფორმაა სადაც ყველაზე მეტი სამუშაოს მაძიებელი შედის. არჩევანი რომ მქონდეს მხოლოდ ერთგან განვათავსო Jobs.ge - ს ავირჩევდი;


jobs.ge, უარყოფითი მხარეები - დროში დაგვიანება, დილით გაგზავნილი ვაკანსია შეიძლება საღამომდე არ დაიდოს. ასევე უარყოფითი ისიც არის, რომ სხვა მეტი, არც დადებითი და არც უარყოფითის თქმა არ შემიძლია ამ ორგანიზაციაზე..


HR.ge, დადებითი მხარეები - მოწესრიგებული პლატფორმააა, გთავაზობს მრავალფეროვან მომსახურებას, სწრაფად რეაგირებს და დაუყოვნებლივ ათავსებს ვაკანსიას, ორიენტირებულია მომხმარებელზე;


HR.ge, უარყოფითი მხარეები - აგრესიული გაყიდვები, ზედმეტად ბევრი გაყიდვების წარმომადგენელი ყავს, ყველა ცალ - ცალკე რეკავს და გთავაზობს, ხანდახან ერთსა და იგივეს. ორიენტირებულია უფრო გაყიდოს, ვიდრე შემოგთავაზოს. არ აღიარებენ შეცდომებს და კბილებამდე შეიარაღებულები იცავენ თავს, სხვადასხვა მარტივი შენიშვნის / რეკომენდაციის დროს.


ჩემთვის, როგორც HR-ისთვის ორივე პლატფორმა სასიცოცხლოდ მნიშნველოვანია.


ცოტა ბაზარზე არსებულ სხვა მოთამაშეებზეც:


დიდმა კომპანიებმა როგორებიც არიან my.ge და ss.ge თავიანთ ჰოლდინგ პლატფორმებს მიამატეს ვაკანსიების ნაწილიც.


My.ge-მ დაამატრა საიტი myjobs.ge ხოლო ss.ge-მ თავის პლატფორმაში ჩააშენა ვაკანსიების გვერდი.

ორივე საიტს საკმაოდ დიდი პოტენციალი აქვს, რომ ბაზრის მნშვნელოვანი წილი დაიკავოს.


ასევე ბაზარზე გამოჩნდნენ სხვა მოთამაშეებიც, როგორებიცაა: jobs-ge.ge; jobber.ge; hiro.ge რომლებზეც ჯერ-ჯერობით არაფრის თქმა არ შემიძლია გარდა იმისა, რომ წარმატებები ვუსურვო.


#jobplatformingeorgia, #Jobgear, #job, #Vacancy, #ვაკანსია, #ვაკანსიები, #labormarketinggeorgia #შრომისბაზარისაქართველოში

0 views

+995 577 96 15 42

HR & Recruiting Company  |  © 2019

  • White Facebook Icon
  • White LinkedIn Icon
  • YouTube