თანამშრომელთა შეფასებისა და უკუკავშირის სისტემის დანერგვა
თანამშრომელთა შეფასების და უკუკავშირის სისტემის დანერგვა გულისხმობს ეფექტიანი მექანიზმის შემუშავებას და ფორმირებას, რომელიც განახორციელებს თანამშრომელთა შესრულებული საქმიანობის და კომპეტენციების გაზომვას, მიღებული შედეგების სწორი კომუნიკაციის გზით თანამშრომლებისთვის გაცნობას.
სისტემის დანერგვით დამკვეთი შედეგად ღებულობს კომპანიის განვითარების ეტაპთან და კორპორატიულ კულტურასთან შესაბამის შეფასების და უკუკავშირის სისტემას.
თანამშრომელთა შეფასების და უკუკავშირის სისტემის დანერგვა მოიცავს შემდეგ ნაბიჯებს:
-
ინტერვიუ დამკვეთთან და ტოპ მენეჯმენტის სხვა წევრებთან;
-
ინტერვიუ HR ხელმძღვანელთან;
-
შეფასების მექანიზმის და ინსტრუმენტების შემუშავება, შესაბამის ჯგუფთან პრეზენტაცია;
-
ტრენინგი შეფასებაში ჩართულ თანამშრომლებთან;
-
შეფასების და უკუკავშირის პროცესის განხორციელება;
-
შედეგების ანალიზი და შედეგების ჯგუფთან პრეზენტაცია.