top of page
optimisation

პროცესების ოპტიმიზაცია

პროცესების ოპტიმიზაცია გულისხმობს კომპანიის ფუნქციონირებისთვის შესასრულებელ ამოცანათა ლოგიკური ჯაჭვის აგებას, რომელიც მინიმუმამდე ამცირებს სხვადასხვა ტიპის დანახარჯებს და ეფექტიანს ხდის პროცესს.

ოპტიმიზაციით დამკვეთი შედეგად იღებს მოწესრიგებულ ბიზნეს პროცესს, ფუნქციების რეესტრს, როლების შექმნას და იერარქიულ დონეებში ფორმირებას, სრულყოფილ სამუშაო აღწერილობებს.

პროცესების ოპტიმიზაცია მოიცავს შემდეგ ნაბიჯებს:

  • მიმდინარე პროცესების აღწერა, ფუნქციების ჩამონათვალის გაკეთება;

  • ფუნქციების დაყოფა წვრილ საქმიანობებად;

  • დუბლირებული საქმიანობების მინიმიზაცია / აღმოფხვრა;

  • თითოეული საქმიანობის გაზომვა;

  • ამოცანათა ჯაჭვის აგება, ფუნქციების როლებში გადანაწილება;

  • როლების ადამიანურ რესურსზე გადანაწილება;

  • სამუშაო აღწერილობების დამუშავება.

auditi
organizaciis struqtura
gazomva
shefaseba
motivacia
diagnostireba
bottom of page