მოტივაციის სისტემების ფორმირება
მოტივაციის სისტემის ფორმირება გულისხმობს კომპანიის განვითარების ეტაპთან შესაბამისი მატერიალური და არამატერიალური სამოტივაციო სქემების დამუშავებას.
მოტივაციის სისტემის შემუშავებით დამკვეთი შედეგად ღებულობს მოწესრიგებულ ფიქსირებულ სახელფასო სისტემას - პოზიცების რანგირება და გრეიდირება, სახელფასო ბადე, ხელფასის მატების მექანიზმი; ცვლად სახელფასო სისტემას - ბონუსირების მექანიზმები, პრემიების და სხვა ჯილოდების გაცემის მექანიზმები; არამატერიალური სამოტივაციო სისტემებს.
მოტივაციის სისტემის ფორმირება მოიცავს შემდეგ ნაბიჯებს:
-
ინტერვიუ დამკვეთთან და ტოპ მენეჯმენტის სხვა წევრებთან;
-
ინტერვიუ HR ხელმძღვანელთან;
-
სამოტივაციო სისტემებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის და პროცესების გაცნობა;
-
ფიქსირებული სახელფასო სისტემის მომზადება, შესაბამის ჯგუფთან პრეზენტაცია;
-
ცვლადი სახელფასო სისტემის მომზადება, შესაბამის ჯგუფთან პრეზენტაცია;
-
არამატერიალური სამოტივაციო ინსტრუმენტების შემუშავება, შესაბამის ჯგუფთან პრეზენტაცია